ჩვენს შესახებ

ვ ი ნ  ვ ა რ თ   ჩ ვ ე ნ ?

 

 

•    ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქსც) არასამთავრობო, საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი გაერთიანებაა, რომელიც შეიქმნა 2000 წელს ბრიტანული ორგანიზაცია "LINKS"-ის მხარდაჭერით.

ორგანიზაციის მიზნებია:

•    უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებისათვის;
•    გაუღრმავოს სასწავლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ცოდნა, მოქმედი კანონმდებლობით, მათთვის მინიჭებული უფლბების შესახებ;
•    მიაწოდოს ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფალი და მიუკერძოებელი ინფორმაცია;
•    ხელი შეუწყოს ადგილობრივ მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების გაღრმავებას;
•    ხელი შეუწყოს ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობის ორგანოებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითრებას.
•    იზრუნოს ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებისათვის
•    იმუშაოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე. ხელი შეუწყოს ამ მიმართებით არსებული პრობლემების მოგვარებას
•    იზრუნოს იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემათა გადაწყვეტაზე. ხელი შეუწყოს მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას.

საქმიანობის ფორმები:

•    აწყობს სემინარებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, სასწავლო კურსებს, მასობრივ აქციებს და კამპანიებს;
•    ეწევა საგამომცემლო საქმიანობას;
•    ეწევა სხვადასხვა სახის საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვის პროპაგანდისა და მონიტორინგის მიზნით;
•    ქმნის ნორმატიული აქტების ბაზას;
•    ახორციელებს საგანმანათლებლო და მთარგმნელობით საქმიანობას;
•    აგროვებს, ამუშავებს და ავრცელებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას
•    ახორციელებს ახალგაზრდულ პროგრამებს
•    აწყობს სოციოლოგიურ გამოკითხვებს.
•    მონაწილეობას ღებულობს ყველა იმ პროექტის განხორცილებაში, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებისთვის აუცილებელი საკითხების მოგვარებას.

«    მარტი 2024    »
ორსაოთხუთპრშბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

MTM Team
საიტი დამზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში