კულტურა


მუზეუმები

 

 

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ქუთაისი, წერეთლის ქ.
ტელეფონი: (+995 231) 4 49 72
ფაქსი: ( +995 231) 4 56 91
ელ-ფოსტა: omarilanchava@gmail.com
ვებ-გვერდი: www.histmuseum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1922 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2006 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 190998

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.

 
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა

მუზეუმის მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის ქ. #8
ტელეფონი: (+995 231) 4 23 29
ფაქსი: (+995 231) 4 23 29
ელ-ფოსტა: artgallery67@mail.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1976 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
ექსპონატების რაოდენობა: 2838

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ფერწერული (ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ალ. ციმაკურიძე ქ. მაღალაშვილი, ელ. ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, რ. სტურუა), გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ირ. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი, შ. მიქატაძე), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
 

 

 

ქუთაისის სპორტის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ქუთაისი, ფალიაშვილის მე-5 შესახვევი #3
ტელეფონი: (+995 231) 4 28 17
ელ-ფოსტა: n.nafetvaridze@mail.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1970 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 1634

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ოლიმპიური თამაშების, მოფლიოს, ევროპის, ყოფილი სსრკ, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული სხვადასვა ჯილდოები – ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, თასები, ვიმპელები, სუვენირები, სპორტული ინვენტარი, ცნობილ სპორტსმენთა ფოტო და დოკუმენტური მასალა, სპორტულ თემაზე გამოცემული წიგნები
 

 

 

ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: 6400, ქ. ქუთაისი, მ. ბროსეს ქ. 2
ტელეფონი: (+995 231) 4 09 35, 5 21 88
ელ-ფოსტა: aaip-muzeumi@mail.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1975 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 2153

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის ამსახველი მასალები (ძირითადად იარაღ-საჭურველი), II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მასალები (ქუთაისელ ჯარისკაცთა ფოტოები, ჯილდოები, მიმოწერა და სხვა დოკუმენტები), აგრეთვე აფხაზეთსა (1991-1993 წწ.) და 2008 წლის აგვისტოში განვითარებული აგრესიის ამსახველი მასალები.

 

 

 

 

 

თეატრები

 

ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი


ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი

«    მარტი 2024    »
ორსაოთხუთპრშბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

MTM Team
საიტი დამზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში