წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა წყალტუბოს ურბანული აღორძინების პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის პრეზენტაცია.
         შეკრებილ საზოგადოებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებსა და დაგეგმილი სამუშაოების გარემოზე  ზემოქმედების მოსალოდნელ შედეგებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოს დაცვის ანალიზისა და განსახლების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ნინო პატარაშვილმა და ამავე ფონდის კონსულტანტმა გარემოსდაცვის საკითხებში ირაკლი კავილაძემ.
         წყალტუბოს ურბანული აღორძინების პროექტი ითვალისწინებს: ქალაქის წრიული გზის საფარისა და სანიაღვრე სისტემის, წრიული გზის, ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე გარე განათების, წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობა- ნაგებობების, მცირე ზომის საფეხმავლო ბილიკებისა და ხიდების, პარკისა და ცივი ტბის გზის საფარის, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების, ცივი ტბისა და არხების   სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას; წყალტუბოს პარკში და ცივი ტბის ტერიტორიაზე მცირე ზომის ტურისტული შენობა- ნაგებობების მშენებლობას;   წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის მოწყობას და გამწვანებას.
       ცნობილია, რომ ზემოთაღნიშნული პროექტების განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოს დაცვის ანალიზისა და განსახლების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ნინო პატარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია   მშენებლობების პერიოდში გარემოს დაცვის მონიტორინგში  ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურად ჩართვა.



«    აპრილი 2024    »
ორსაოთხუთპრშბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 

MTM Team
საიტი დამზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში