ადგილობრივი განვითარების ჯგუფის  (რუმინეთი)  უფროსი ექსპერტი გრუია ბადესკუ პროექტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა.  ქუთაისის საინფორმაციო ცენტრში იგი შეხვდა  პროექტის ქართველ კოორდინაოტრს და ექსპერტს, რომლებმაც  ყველა იმ აქტივობაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც აღნიშნული მომენტისთვის საქართველოდან მონაწილე ქალაქებში ხორციელდება.  ბადესკუმ მოინახულა ისუტიციის სახლი, სადაც  საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისებს ერთ სივრცეში სთვაზობენ. მათ შორის მიწის და ქონების რეგისტრაციას.  რუმინელ ექსპერტს მენეჯერმა დეტალური ინფროაცია მიაწოდა იუსტიციის სახლის კონცეფციასთან  დაკავშირებით. გარდა ამისა, გრუია ბადესკუ ადგილზე გაეცნო მონაწიელე ქალაქებში  (წყალტუბო, სამტრედია, ტყიბული) არსებულ სიტუაციას. შეხვდა მუშა ჯგუფებს, დაათვალიერა იქ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები,  მოისმინა ინფორმაციები  პროექტის მსვლელობისას  განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ საქმიანობების შესახებ.

 


ვიზიტის ამსახველი ფოტო რეპორტაჟი იხილეთ ფოტო გალერიაში.



«    აპრილი 2024    »
ორსაოთხუთპრშბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 

MTM Team
საიტი დამზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში