მეგობრებო,
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საინფრომაციო ცენტრი გაწვდით ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში მომხმარებელთა ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და წყლით მომარაგების რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის და პროცესში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ.
დღეს, 2012 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა გამოაქვეყნა 2012 წლის 20 სექტემბერს ჩასატარებელი საჯარო სხდომის დღის წესრიგი. აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ცნობა საჯარო სხდომის ჩატარებისა და განსახილველი საკითხების შესახებ სულ მცირე შვიდი დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს. სამწუხაროდ, კომისია განცხადებას, ამ წესის დარღვევით, მხოლოდ ორი დღით ადრე აქვეყნებს.
ქვემოთ გთავაზობთ, გამოქვეყნებული განცხადების ტექსტს:
„კომისიის სხდომის დღის წესრიგი
2012 წლის 20 სექტემბერი 14.00 სთ
1. შპს `წითელ აგურსა~ და სს `ენერგო-პრო ჯორჯიას~ შორის არსებული დავის შესახებ~ გადაწყვეტილების პროექტის განხილვა.
წარადგენს გ. დიდებაშვილი
2. `მოქალაქე ა. გულოიანსა და შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისს~ შორის არსებული დავის შესახებ~ გადაწყვეტილების პროექტის განხილვა.
წარადგენს ნ. გულეიშვილი
3. `მოქალაქე ლ. მესხსა და შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისს~ შორის არსებული დავის შესახებ~ გადაწყვეტილების პროექტის განხილვა.
წარადგენს ნ. გულეიშვილი
4. `მოქალაქე ნ. ჩოჩნიძესა და შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისს~ შორის არსებული დავის შესახებ~ გადაწყვეტილების პროექტის განხილვა.
წარადგენს ნ. გულეიშვილი
5. `მოქალაქე ნ. ელიოზაშვილსა და შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისს~ შორის არსებული დავის შესახებ~ გადაწყვეტილების პროექტის განხილვა.
წარადგენს ნ. გულეიშვილი
6. `სს `სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა ეჯეთაშ~ საქართველოს ფილიალსა და სს `ენერგო-პრო ჯორჯიას~ შორის არსებული დავის შესახებ~ გადაწყვეტილების პროექტის განხილვა
წარადგენს მ. ძიძიკაშვილი
7. `ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ~ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 2 აგვისტოს #21/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე~ გადაწყვეტილების პროექტის განხილვა.
წარადგენს მ. ჭითანავა
8. სხვადასხვა.“
![]() |
ინფორმაცია ვრცელდება ქუთაისის საინფრომაციო ცენტრის პროექტის - "გამჭვირვალეობის ხელშეწყობა და საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში" - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში. |
![]() |
