საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2012 წლის 28 ნოემბრის № 32/2 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”წყალმომარაგების ტარიფების“ შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადათ განსაზღვრულია 2012 წლის 20 დეკემბერი
საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: ქ. ქუთაისი,
ო. ჩეჩელაშვილის ქ. № 26.
იხილეთ პროექტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
2013 წლის იანვარი ქ. ქუთაისი
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 432 მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508) პირველ მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4) შპს „მარნეულის სოფწყალის“ მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს სასმელი წყლის მიწოდების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):
ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის
0,6 ლარი/მ3;
ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის
2,52 ლარი/სულზე/თვეში;
გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის 3,00 ლარი/მ3.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
