საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2012 წლის 28 ნოემბრის № 32/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების“ შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის № 33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.
დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადათ განსაზღვრულია 2012 წლის 20 დეკემბერი.
მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში მისამართზე: ქ. ქუთაისი,
ო. ჩეჩელაშვილის ქ. № 26.
იხილეთ პროექტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
2012 წლის დეკემბერი ქ. ქუთაისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 43' მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 65 864 ლარი/დღე;“
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
