საჯარო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან
2013 წლის 12 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობაში (ქუთაისი, ჩეჩელაშვილის #26) გაიმართება საჯარო შეხვედრა არსამთავრობო ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანია, სამოქალაქო სექტორს კომისიის წევრების მხრიდან მიეწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს.
საჯარო შეხვედრა გაიმართება სემეკის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” ინიციატივით.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში ინფორმაცია წინასწარ მოგავაწოდეთ შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
"ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი"
infokutaisi@gmail.com
599 228289
სემეკის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
mail@gnerc.org
577 310011
