გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოინიციატივის“ და ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის,,

შენიშვნები და კომენტარები

შპს „ევრაზიან სტილს"-ის მეტალურგიული საწარმო „ჰერკულესის" დაგეგმილ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით

1. შპს `ევრაზიან სტილსი~-ს დირექტორის პ. ჩხენკელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში „ინფორმაცია საწარმოს ფუნქციონირების შესახებ“ (გვ. 9) მითითებულია, რომ საწარმო საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით გადაამუშავებს რკინის ჯართს.

    მეორეს მხრივ, თავი 26-ში (ნარჩენების მართვა. გვ. 76.)  წერია: „შ.პ.ს. ,,ევრაზიან სტილს~-ის მეორადი ტყვიის საწარმოს ნარჩენების განკარგვისა და მართვის გეგმის მიზანია შემცირდეს ისეთი მასალების მოცულობა, რომელთა გატანაც აუცილებელია ობიექტიდან, რომელთა განთავსება საჭიროა სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე და ნარჩენების განსათავსებელ ადგილებში“.

    ასევე §27-ში (ექსპლუატაციის ფაზის გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებები. გარემოსდაცვითი ღონისძიებების გეგმა. გვ, 86) აღნიშნულია, რომ “გარემოს დაცვის მართვის გეგმა (გდმგ) გააჩნია ოთხი ძირითადი მიზანი:

    - შ.პ.ს. ,,ევრაზიან სტილსი~-ის მეორადი ტყვიის ქარხანის გარემოზე ზემოქ-მედების ხასიათის, ხარისხისა და გარემოსდაცვითი მნიშვნელობის შეფასება დაემისიების რაოდენობრივი ასპექტის დადგენა;

    - გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების განუწყვეტელი გაუმჯობესება;

    - საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება;

    - გარემოსდაცვით ანგარიშში აღწერილი და გდსგ-ში მოცემული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა”.

და კიდევ, გვ. 75-ზე წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია:  „მბრუნავი როტაციული ღუმელების და აკუმულატორების დაშლა-დახარისხების უბნის მოწყობილობის საპასპორტო მონაცემების მიხედვით სამუშაო ზონაში გამოყოფილი ხმაურის მაქსიმალური დონე არ აღემატება 85 დბ-ს“.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ისმის კითხვები:

- თუკი ასეთი საამქროს არსებობა გათვალისწინებულია, რატომ არ არის გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი მეორადი ტყვიის საამქრო, აქ მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესის აღწერა და მასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება? 

- არის თუ არა საწარმოს ტექნოლოგიურ საქმიანობაში ტყვიის მეორადი ქარხანა ან საამქრო? ხორციელდება თუ არა ასეთი საქმიანობა ან ხომ არ იგეგმება იგი შემდგომში? რატომ ჰპოვა ასახვა ასეთმა საქმიანობამ გზშ-ს წარმოდგენილ ანგარიშში?

თუკი ტექნოლოგიურ ციკლში დაგეგმილია ასეთი საამქროს არსებობა, მაშინ ცალკე საკითხად გვევლინება წარმოების პროცესში მტვერაირადი გამონატყორცნებისა და ტყვიაშემცველი ნარჩენების მართვისა და ამ უკანასკნელის უსაფრთხოდ განთავსების საკითხი (ტყვია განეკუთვნება საშიშროების I კლასის ნივთიერებებს!).

2. გზშ-ს ანგარიშის გვ. 51-ზე აღნიშნულია, რომ „პროდუქციის წარმოებისას ჰაერში გამოიყოფა

    • რკინის შემცველი არაორგანული მტვერი

    • ნახშირჟანგი CO

    • აზოტის ჟანგეულები NO2 “

მაშინ, როდესაც § 20.2-ში (გამოფრქვევები ლითონის გამაცხელებელი ღუმელიდან (გ-2) გვ. 62.) აღნიშნულია, რომ თუკი გამაცხელებელი ღუმელი  იმუშავებს მაზუთზე, ასევე ადგილი ექნება გოგირდის დიოქსიდისა და ვანადიუმის ორჟანგის გამოტყორცნას. რადგან ბუნებრივ აირზე მუშაობის შემთხვევაში: NO2-ის რაოდენობა შეადგენს 16 ტ/წელ, და ჩO-39,563 ტ/წელ, ხოლო მაზუთზე მუშაობის შემთხვევაში: NO2 - 16 ტ/წელ, ჭვარტლი - 4 ტ/წელ შO2 - 39,203 ტ/წელ, ჩO-52,004 ტ/წელ, V2O5-0,064 ტ/წელ. ჩვენის აზრით, აუცილებელია დაიგეგმოს გამონაბოლქვი აირის გაწმენდა აირადი გამონაბოლქვებისაგან  (ჩO, NO2, შO2).

    მეორადი ჯართის გადამუშავება და მეტალურგიული წარმოება ასევე ხასიათდება ძალზედ ტოქსიკური ნაერთების - დიოქსინებისა და ნახშირწყალბადების გამოყოფით. რატომ არ არის გათვალისწინებული ეს საკითხები გზშ-ს ანგარიშში?

3. საწარმო ხასიათდება მნიშვნელოვანი მტვერწარმოქმნით. გვ. 61-ზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით საწარმოს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის დროს (ლითონის დნობა ღუმელში-ციცხვიდან ჩამოსხმა-კრისტალიზატორში ჩამოსხმა) მტვრის წლიური გამოყოფა G, ტ/წელ შეადგენს: Gმტვერი=169,816+79,192+79,192=328,2 ტ/წელ, აზოტის ორჟანგისა - GNO2=6,76+0,256+0,256=6,811 ტ/წელ, ხოლო ნახშირჟანგისა - GჩO=13,568 ტ/წელ.

ე.ი. შესაბამისად საწარმოში ყოველდღიურად ადგილი აქვს 1026 კგ (?!) მტვრის გამოყოფას (328 200 კგ მტვერი/320 სამუშაო დღეზე ≈ 1026 კგ = 1,026ტ / დღე-ღამეში).

გზშ-ს მიხედვით აღნიშნული მტვერი დაიჭირება ორსაფეხურიანი მტვერდამჭერი სისტემის მიერ, პირველ საფეხურზე გათვალისწინებულია მტვერდამჭერის - ციკლონის გამოყენება, თუმცა გზშ-ს ანგარიშში არ არის მითითებული ციკლონის ტიპი (მხოლოდ მითითებულია სიტყვები; “ციკლონის ტიპის ნაპერწკლების ჩამქრობი ბადით ინერციული მტვერდამჭერი“), არ არის წარმოდგენილი მისი შერჩევის დასაბუთება, მისი საანგარიშო პარამეტრები (ჰაერის ხარჯი, დამტვერიანება, მილის დიამეტრი, ციკლონის კორპუსის შიგა დიამეტრი). ასევე არაა წარმოდგენილი ტექნოლოგიური პროცესისას წარმოქმნილი მტვრის სავარაუდო დისპერსიული დახასიათება და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ასეთი ტიპის მტვერდამჭერის შერჩევისათვის.  შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საეჭვოა ციკლონის ეფექტურობა იყოს 40% ფარგლებში 20-40 მკმ ზომის მტვრისათვის.

4. მტვერდაჭერის მეორე საფეხურზე გამოიყენება მტვერდამჭერი სახელოებიანი ფილტრი სახელოების პნევმოიმპულსური რეგენერაციით (მოდელი BF-EთE-11 12-4), გთხოვთ წარმოადგინოთ აღნიშნული სახელოიანი ფილტრის პასპორტი, მონტაჟისა და ექსპლოატაციის პირობები, მწარმოებელი ქვეყანა და ფირმა. ვთვლით, რომ გვ.45-ზე მოცემული ინფორმაცია სახელოიანი ფილტრის შესახებ საკმარისი არაა.

     გზშ-ში ასევე არ არის აღნიშნული და განხილული გარემოს დაცვის კუთხით ყველაზე მეტად საშიში წვრილდისპერსიული ფრაქციის PM2,5-10 (2,5-10 მკმ) გაფრქვევები და დაჭერის შესაძლებლობები.

5. გვ. 61.-ში (გამოფრქვევები სახელოებიანი ფილტრიდან) წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია: „სახელოებიანი ფილტრის მტვერდაჭერის ეფექტურობა φ=97%, Mმტვერი= 8,178×0,03=0,245 გ/წმ, MNOX= 0,244 გ/წმ, MჩO= 0,476 გ/წმ, წლიური გამოყოფა G, ტ/წელ შეადგენს: Gმტვერი=328,2×0,03=9,846 ტ/წელ GNO2=6,811 ტ/წელ GჩO=13,568 ტ/წელ“.

    თუკი გაწმენდა ორსაფეხურიანია და პირველ საფეხურზე ციკლონის ეფექტურობა არის 40%, შესაბამისად გამოდის, რომ 328,2 ტ მტვერი ჯერ უნდა დაიჭიროს ციკლონმა (40%ით) და მერე სახელოიანმა ფილტრმა. ანუ ციკლონი დაიჭერს 131ტ მტვერს და სახელოიან ფილტრს მიეწოდება 197ტ მტვერი.

    გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი გათვლებით კი მტვრის სრული რაოდენობა მიემართება სახელოებიან ფილტრში. ამ შემთხვევაში გაუგებარია ციკლონის დანიშნულება და საეჭვოა წარმოდგენილი ანგარიშის სისწორე.

6. როგორც ავღნიშნეთ,  საწარმოს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის დროს (გვ. 61) მტვრის წლიური გამოყოფა შეადგენს 328,2 ტ/წელ, თუმცა გზშ-ს ანგარიშში არსად არ არის წარმოდგენილი და აღწერილი, როგორ ხდება მტვერდამჭერთა ოპერირება და ექსპლოატაცია ასეთი დიდი რაოდენობით მტვერწარმოქმნის პირობებში? როგორ ხდება აღნიშნული მტვრის ამოტვირთვა ამ სისტემიდან? სად მიდის ეს მტვერი და როგორია მტვერწარმოქმნა ამოტვირთვის ოპერაციის განხორციელებისას?

    ასევე ისმის მთავარი კითხვა: რამდენად არის აღნიშნული ციკლონი და სახელოიანი ფილტრი მისადაგებული და შერჩეული ასეთი დიდი რაოდენობით მტვრის დაჭერისათვის?

  

7. წარმოდგენილი  ანგარიშის მიხედვით (გვ. 62-63), საწყობში ჯართის ჩამოტვირვა-ჩატვირვისას (გ-3, გ-4, გ-5, გ-6-უბანზე) მტვრის გაფრქვევა შეადგენს თითოეული უბნისათვის 37,366 ტ/წელიწადში და სწორედ ეს მტვერი ითვლება გვ.67-ზე მოცემულ ცხრილში (ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრები) რკინის ოქსიდის მტვრად (იხ. ცხრ. გვ. 67, სტრიქონები: 3-6). უხეში გათვლების მიხედვით გამოდის, რომ ამ პროცესის შედეგად ოთხივე უბნიდან წარმოიქმნება 149 ტ მტვრი (რკინის ოქსიდი), ხოლო ჰაერში ყოველდღიურად გაიფრქვევა 464 კგ ასეთი მტვერი (?!). (149 000 კგ/320 სამუშაო დღე ≈464 კგ).

      აღნიშნულიდან გამომდინარე, საეჭვოა, რომ  §23-ში (გვ. 69-70, მავნე ნივთიერებების გამოფრქვევების ატმოსფეროში გაბნევის ანალიზი) წარმოდგენილი რკინის ტრიოქსიდის მაქსიმალური მიწისპირა კონცენტრაცია უახლოეს საცხოვრებელ შენობასთან არ აღემატებოდეს 0,055 ზდკ; მაშინ, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ქუთაისში მტვრის კონცენტრაცია 3-4-ჯერ (და ზოგჯერ 6-7-ჯერ) აჭარბებს ზდკ-ს.

8. გზშ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უახლოეს საცხოვრებელ შენობამდე მანძილი არის 450 მ. წარმოდგენილ დანართი 2-ში (გვ. 105) ასევე მოსჩანს სხვა საცხოვრებელი შენობები უფრო ახლო განლაგებით. ეს საკითხი დაზუსტებას და გადამოწმებას საჭიროებს.

9. მილის სიმაღლე 30 მ-ია (გვ. 65), ხოლო 450 მეტრში მდებარეობს 9 სართულიანი საცხოვრებელი შენობა (რომლის სიმაღლე დაახლოებით 32 მ-ია). შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული მილიდან აირადი გამონაბოლქვები (ჩO, NO2, შO2) პირდაპირ გავრცელდნენ საცხოვრებელი სახლის მიმართულებით.

10. ანგარიშში  ასევე არის გარკვეული უზუსტობანი:

ა) გზშ-ს ანგარიშის შემსრულებელი ორგანიზაციის შ.პ.ს `გარემოსდაცვითი ლაბორატორიის~ დირექტორის თ. თენეიშვილის დასკვნაში (გვ. 5-7), ასევე შპს `ევრაზიან სტილსი~-ს დირექტორის პ. ჩხენკელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზში „ინფორმაცია საწარმოს ფუნქციონირების შესახებ“ (გვ. 9) საწარმო წოდებულია როგორც შპს `ევრაზიან სტილსი~-ს მეტალურგიული საწარმო `ჰერმესი~, მაშინ როდესაც საწარმოს ოფიციალური დასახელებაა მეტალურგიული საწარმო `ჰერკულესი~.

ბ) გვ. 60. გამოყოფა ღუმელებიდან ციცხვში ლითონის ჩამოსხმისას N9 „წლიური გამოყოფა G, ტ/წელ შეადგენს: Gმტვერი=1,111×330×3600×12×0,2-1×10-6=79,192 გ/წმ, GNO2= 0,0036×330×3600×12×0,2-1×10-6= 0,256 გ/წმ“. აქ ერთეულები უნდა ეწეროს  ტ/წელ-ში.

გ) გვ. 62. 20.3. გამოფრქვევები ჯართის საწყობში ჯართის ჩამოტვირთვისას (გ-3, გ-4), ერთი წყაროდან წლიური გამოფრქვევა, ტ/წელ: GNO2=1,02×103×0,07×1,2×1×0,157×0,2×50000×3600-1=37,366 ტ/წელ
და გვ. 63. 20.4. გამოფრქვევები ჯართის ტრანსპორტში ჩამოტვირთვისას (გ-5, გ-6), ერთი წყაროდან წლიური გამოფრქვევა, ტ/წელ: GNO2=1,02×103×0,07×1,2×1×0,157×0,2×100000×3600-1=37,366 ტ/წელ.
ორივე შემთხვევაში NO2-ის ნაცვლად უნდა ფიგურირებდეს „მტვერი“.



გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოინიციატივა“
ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი



«    მარტი 2024    »
ორსაოთხუთპრშბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

MTM Team
საიტი დამზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში