პროექტის "გამჭვირვალეობის ხელშეწყობა და საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში" ფარგლებში ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრს,, მომართეს მოქალაქეები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის არსებული განსხვავებული ტარიფები. მოსახლეობას აინტერესებს რის გამოა გამოწვეული სატარიფო სხვაობა მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის აბონენტებს შორის.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან გვაცნობეს, ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ,, საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის #69 ბრძანების თანახმად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულია , გარდა 2007 წლის 1 სექტემბრამდე არსებული იმ ფიზიკური პირებისა (მოსახლეობა-საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) , რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. აქედან გამომდინარე, სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის #30 დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები (რომელიც სს ,,ქუთაისიგაზის,, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (მოსახლეობა) შეადგენს 50.74 თეთრს დღგ-ს ჩათვლით) , ვრცელდება 2007 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული პერიოდის შემდგომ გაზიფიცირებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ბუნებრივი გაზი მიეწოდება სამომხმარებლო ტარიფის დადგენის გარეშე, მომწოდებელი საწარმოს მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობებითა და ფასებით, რაც გაცილებით მეტია ვიდრე მანამდე გაზიფიცირებული მოსახლეობისთვის დადგენილი ფასი. ტარიფის ასეთი განსხვავება აბონენტებს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის საინფორმაციო ცენტრმა მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, პასუხად გვეცნობა, რომ  აღნიშნულის თაობაზე არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება. 

მოგახსენებთ, რომ საკანსტიტუციო სასამართლოს დავის საგანი იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის #69 ბრძანების  კოსნტიტუციურობა საქართველოს კოსნტიტუციის მე–14 მუხლთან მიმართებით. საქმეზე მოსარჩელე მხარე იყო საქართველოს მოქალაქეების და მოპასუხე მხარე იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა  საქართველოს კონსტიტუციის  მე–14 მუხლს, რომლის თანახმად : „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა , ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“

მათი განმარტებით სადავო ნორმა ახდენდა ბუნებრივი გაზის მომხმარებლის 2 კატეგორიად დაყოფა: პირები, რომლებიც ბუნებრივი გაზის მომხმარებლები გახდნენ 2008 წლის 1 აგვისტომდე მოხვდნენ ნაწილობრივ დერეგულირების რეჯიმსი და მათთვის ტარიფებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია.(ტარიფის ოდენობა 0.50 ლარს)  და პრიები რპმლების 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გახდნენ ბუნებრივი გაზის მომხმარებლები მოხვდნენ სრულ დერეგულირების რეჯიმში,(ტარიფის ოდენობა 0.75 ლარს)  რაც იმას ნიშნავს რომ სახლემწიფო ვეღარ ერევა აღნიშნულ საქმიანობაში და გაზის მიმწოდებელი კომპანია თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვარვს ტარიფს.   ამგვარ კატეგორიებად დაყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამრთლოში საქართველოს ნერგეტიკის სამინისტროს წარმოამდგენლების განმარტებით მინისტრის #69 ბრძანება ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად და დადგენილი მიზნების მისაღწევად, კერზოდ თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და კონკურენციის განვითარებისათვის. მათივე განმარტებით, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირება აუცილებელი პირობა იყო, რატა სექტორი განვითერებულიყო და მიმზიდველი გამხდარიყო ალტერნატიული მომწოდებლებისათვის. მათი განმარტებიდან ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება , რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არის შუალედური ღონისძიება ბუნებრივი გაზის მოწოდების საქმიანობის დერეგულრიების პროცესში, რომელიც 2013 წელს დასრულდება დარგის სრული დერეგულირებით.

საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას შედეგად განმარტა: „მინისტრის ბრძანება წარმოადგენს დროებით რეგულაციას, მისი მიზანი არ არის ამ ორ პირთა წრის მუდმივად გაყოფა. ნორმის მიზანი გარდამავალი პერიოდიდან წარმოშობილი საფრთხეების თავიდან აცილებაა და მხოლოდ ამ მიზნის ფარგლებში შეიძლება იყოს დიფერენცირების თანაწონადი. სადავო ნორმის მიზნის, პირთა წრის გონივრულად გაყოფისა და ნორმის დროებითობის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია რომ იგი არ ახდენს მოსარჩელეთა დისკრიმინაციას და შესაბამისად არ არღვევს კონსტიტუციის მე–14 მუხლით დაცულ უფლებას. ამით სასამრთლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა და მინისტრის #69 ბრძანება დღესაც მოქმედებს.



«    აპრილი 2024    »
ორსაოთხუთპრშბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 

MTM Team
საიტი დამზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში