2013 წლის 24 ივნისს , 15 საათზე ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი,, გამართავს მორიგ საჯარო შეხვედრას , რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის განხილვას ეხება. 
საჯარო შეხვედრის ფარგლებში მოეწყობა ღია დისკუსია. მასში მონაწილეობას ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები მიიღებენ.
შეხვედრაზე მოწვეულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი. მოსაწვევეიბი დაეგზავნათ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის, ენერგო პროჯორჯიას, სოკარ გაზსს და სხვა კომპანიებს . 
შეხვედრაზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მათთვის საინტერესო თემებსა და საკითხებზე დასვან შეკითხვები. ისინი იქვე მიიღებენ კომპენტენტურ პასუხები სემეკის თავმჯდომარისგან.

„ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“ შეხვედრას ორგანიზებას უწევს პროექტის „ გამჭირვალეობის ხელშეწყობა და საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში, რომელიც დაფინასებულია შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის მიერ. 
პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სემეკის გადაწყვეტილებების გამჭირვალობას და კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოების მონაწილეობას ; მჭიდროდ ითანამშრომლოს კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან , რათა ყველა განცხადება თუ გადაწყვეტილება ცნობილი გახდეს მედიის წარმომადგენლებისთვის , არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ექსპერტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:
infokutaisi@gmail.com
www.kic.ge
ფეისბუქზე ჩვენი გვერდი: ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი 
მობ. 599 228289, 577 500942



«    მარტი 2024    »
ორსაოთხუთპრშბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

MTM Team
საიტი დამზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში