პროექტის ,, ინტეგრირებული ურბალული განვითერების შესაძლებლობების,, ფარგლებში რუმინეთში სასწავლო ვიზიტის დროს დამყარებული კონტაქტები მონაწილე ქალაქებს შორის საქმიან ურთიერთობებში გადაიზარდა. ამის მაგალითია ქალაქების წყალტუბოს (საქართველო) და ვადულ ლუი ვოლას (მოლდოვა) ხელმძღვანელობის  მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ქალაქ ვადულ ლუი ვოდას პრიმერის იური ონოფრიჩუკის მიწვევით მ/წლის 14 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, მოლდოვის რესპუბლიკაში   ახალგაზრდულ ბანაკ „ენერგეტიკში“ პოლონელ, რუმინელ, უკრაინელ და მოლდაველ ახალგაზრდებთან ერთად წყალტუბოელ ახალგაზრდები  ისვენებდნენ. 

    14 წყალტუბოელი მოსწავლე უცხოელ თანატოლებთან ერთად გაეცვნენ მოლდავურ ტრადიციებს, დაათვალიერეს ქალაქ კიშინოვისა და ვადულ ლუი ვოდას  ღირშესანიშნეობები, დიდი აღრფთოვანება გამოიწვია მილესტი მისის საუკუნეების წინ აშენებულმა მარანმა, რომელიც რამოდენიმე კილომეტრს ითვლის. ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში.

ქალაქ წყალტუბოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რისი ინიცირებაც მიმდინარე პროექტმა მოახდინა. მათი თქმით ორ ქალაქს შორის უახლოეს მომავალში  გაცილებით მჭიდრო ურთიერთობების დამყარება იგეგმება.



«    აპრილი 2024    »
ორსაოთხუთპრშბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 

MTM Team
საიტი დამზადებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში