"გამჭვირვალეობის ხელშეწყობა და საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში"
პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სემეკის გადაწყვეტილებების გამჭირვალობას და კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოების მონაწილეობას .
პროექტის სამუშაო ჯგუფი განახორციელებს კომისიის ვებ-გვერდის აქტიურ მონიტორინს. გარდა ამისა, მჭიდროდ ითანამშრომლებს კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან , რათა ყველა განცხადება თუ გადაწყვეტილება ცნობილი გახდეს მედიის წარმომადგენლებისთვის , არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ექსპერტებისტვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. . საკუთარი ვებ. Gვერდის და საქართველოს მწვანეთა ქსელის საშუალებით, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში
