21-01-2020, 11:55
2010 წელს ქუთაისში დიდების მემორიალის დემონტაჟის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცხენზე ამხედრებული მზეჭაბუკის ფიგურა ქალაქის რომელიმე მოედანზე განთავსდებოდა. მიუხედავად ამისა, დანაპირები არ შესრულდა. კითხვა თუ სად შეინახეს ქანდაკება, გარკვეული პერიოდი უპასუხოდ რჩებოდა. დაუზუსტებული ინფორმაციით, "მზეჭაბუკი" თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში გადაიტანეს. იზრუნებს თუ არა ამჯამინდელი ხელისუფლება იგი დაუბრუნდეს ქალაქს, ჯერჯერობით უცნობია .
