საჯარო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან
2013 წლის 12 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობაში (ქუთაისი, ჩეჩელაშვილის #26) გაიმართება საჯარო შეხვედრა არსამთავრობო ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანია, სამოქალაქო სექტორს კომისიის წევრების მხრიდან მიეწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რომლებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს.
საჯარო შეხვედრა გაიმართება სემეკის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” ინიციატივით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2012 წლის 28 ნოემბრის № 32/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების“ შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის № 33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2012 წლის 28 ნოემბრის № 32/2 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”წყალმომარაგების ტარიფების“ შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მეგა ტვ -ის სიუჟეტი ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის,, მიერ მოწყობილი საჯარო შეხვედრის შესახებ